კორონავირუსი არ დაუდასტურდა ზუგდიდში გამოკვლეულ 209 პირს
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 210 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. აქედან 209 პასუხი უარყოფითია, ხოლო 1 დადებითი.
კორონავირუსი დაუდასტურდა 70 წლამდე მამაკაცს, რომელიც საქართველოში რუსეთიდან 12 ივნისს ჩამოვიდა. ის საკარანტინო ზონიდან ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო 14 ივნისს გათავისუფლდა. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განმარტებით, კარანტინის დატოვებამდე მამაკაცს Covid 19-ზე პისიარ კვლევა ჩაუტარდა, რომლის შედეგიც უარყოფითი იყო. მისივე ცნობით, კოვიდ-ინფიცირებული პირის 7 კონტაქტი კარანტინში გადაიყვანეს.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 893 გახდა.

მასალის გამოყენების პირობები