ზუგდიდში გამოკვლეული 141 პირს Covid-19 არ დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 141 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა.
მათ შორის არიან ცხელების კლინიკისა და დიალიზზე მყოფი პაციენტები, მედიკოსები, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირები, ასევე საბაჟო–სასაზღვრო პუნქტის თანამშრომლები. ყველა მათგანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 898 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 11-ით გაიზარდა და 752 გახდა.

მასალის გამოყენების პირობები