რუხის საავადმყოფოში 3 მოზარდი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 									
			
		
						
								
								ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ინფექციურის ლაბორატორიაში 26 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა.     
გამოკვლეულთა შორის  ცხელების კლინიკების 12 პაციენტია, 4 მედიკოსი,   5-5 კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. მათგან 25-ის პასუხი უარყოფითია, ხოლო ერთი კვლავ რჩება კოვიდ-დადებითად.
განმეორებითი კვლევის შედეგებით რუხის კლინიკაში 3 არასრულწლოვანი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ისინი ტრაილერის მძღოლის კლასტერს განეკუთვნებიან.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 898 გახდა. ქვეყნის მასშტაბით კიდევ 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 752-ს შეადგენს.
			
			
											განმეორებითი კვლევის შედეგებით რუხის კლინიკაში 3 არასრულწლოვანი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ისინი ტრაილერის მძღოლის კლასტერს განეკუთვნებიან.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 898 გახდა. ქვეყნის მასშტაბით კიდევ 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 752-ს შეადგენს.
 
 
 
					 
						

 
							 
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                     
                                     
                                     
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
				 
				 
				








მასალის გამოყენების პირობები