საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 908 გახდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული.
ამავე ცნობით, გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 761-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 2710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები