ზუგდიდში გამოკვლეულ 180 პირს Covid-19 არ დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 180 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. მათ შორის არიან ცხელების კლინიკების პაციენტები,
მედიკოსები, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები. ყველა მათგანის პასუხი Covid 19-ზე უარყოფითია.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 97 პირი რჩება. რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 31 მოქალაქე.
რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში ამ ეტაპზე 2 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ-ერთი მათგანი 40 წლამდე ქალია, რომელიც კლინიკაში თვეზე მეტია იმყოფება. ის ტრაილერის მძღოლის კლასტერიდანაა. ხოლო მეორე 70 წლის მამაკაცია, რომელიც ზუგდიდში რუსეთიდან, ნათესავის სამძიმარზე ჩამოვიდა.

მასალის გამოყენების პირობები