ზუგდიდის ინფექციურში გამოკვლეულ 164 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ Covid19-ზე 164 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა.
გამოკვლეულთა შორის არიან ცხელების ცენტრების პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, შს სამინისტროს და ფოთის საბაჟოს თანამშრომლები, ასევე ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფი მოქალაქეები. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
ამავე ცნობით, რუხის საავადმყოფოში მოთავსებული კოვიდ-დადასტურებული პირის შუალედური ტესტირების შედეგი უარყოფითია, თუმცა ის გამოჯანმრთელებულად არ ითვლება. მისი განმეორებითი ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 921 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 781-ს შეადგენს.

მასალის გამოყენების პირობები