რუხის კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა 									
			
		
						
								
								ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ Covid19-ზე 84 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა.  
გამოკვლეულთა შორის არიან ცხელების ცენტრების პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, შს სამინისტროს და ფოთის საბაჟოს თანამშრომლები, ასევე ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფი მოქალაქეები. 83 პასუხი უარყოფითია, ხოლო ერთი პაციენტის ნიმუში წუნდებულია და მოხდება განმეორებითი ტესტირება.
ამავე ცნობით, რუხის საავადმყოფოში მოთავსებული კოვიდ-დადასტურებული პირის განმეორებითი ტესტირების შედეგი უარყოფითია და ის გამოჯანმრთელებულად ითვლება. კლინიკაში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი რჩება.
რეგიონის მასშტაბით კარანტინში 91 პირი იმყოფება, 30 მოქალაქე კი თვითიზოლაციაშია.
			
											ამავე ცნობით, რუხის საავადმყოფოში მოთავსებული კოვიდ-დადასტურებული პირის განმეორებითი ტესტირების შედეგი უარყოფითია და ის გამოჯანმრთელებულად ითვლება. კლინიკაში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი რჩება.
რეგიონის მასშტაბით კარანტინში 91 პირი იმყოფება, 30 მოქალაქე კი თვითიზოლაციაშია.
 
 
 
					 
						

 
							 
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                     
                                     
                                     
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
				 
				 
				








მასალის გამოყენების პირობები