ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 91 პირი იმყოფება
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 91 პირი იმყოფება. 35 პირი კი თვითიზოლაციაშია. ამავე ცნობით, სულ ეპიდზედამხედველობა 2011 პირზე დამყარდა.
გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 217 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. ყველა მათგანის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია.
განმეორებითი კვლევით დადასტურდა, რომ გამოჯანმრთელდა რუხის კლინიკის ბოლო კოვიდინფიცირებული პაციენტი. შესაბამისად, რეგიონმა კი ე.წ. "მწვანე ზონის" სტატუსი დაიბრუნა.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.

მასალის გამოყენების პირობები