ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 102 პირი რჩება
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში დღეის მონაცემებით 102 პირი იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 12 მოქალაქე რჩება.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 46 პირი გამოიკვლიეს. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID19-ით ინფიცირების სულ 951 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 828-ს შეადგენს.

მასალის გამოყენების პირობები