ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ 292 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 292 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
მათ შორისაა ცხელების ცენტრების 8 და დიალიზზე მყოფი 23 პაციენტი, 54 მედიკოსი, 2 მძღოლი, შს სამინისტროს 188 თანამშრომელი, ასევე 11 საკარანტინო სივრცეში და 6 თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. ყველა მათგანის ანალიზის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია.
რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში დღეის მონაცემებით 1 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უახლოეს დღეებში მას შუალედური კვლევა ჩაუტარდება. 60 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში 6 ივლისს გადაიყვანეს, პაციენტი სატვირთო მანქანის მძღოლია და ის შიდა ქართლიდანაა.

მასალის გამოყენების პირობები