ენგურის ხიდზე გადმოსული მამაკაცის სწრაფი ტესტის პასუხი კორონავირუსზე დადებითია
მამაკაცს, რომელიც დღეს ენგურის ხიდზე გადმოვიდა და Covid 19-ზე სწრაფი ტესტირება ჩაუტარდა, პირველადი მონაცემებით დადებითი პასუხი აქვს.
არსებული ინფორმაციით, ის ენგურჰესის თანამშრომელია და ე.წ. საზღვარი დღეს საღამოს გადმოკვეთა. მას სწრაფი ტესტი ენგურის ხიდთან არსებულ სამედიცინო პუნქტში ჩაუტარდა და ტესტმა კორონავირუსზე სუსტად დადებითი შედეგი აჩვენა.
ინფორმაციას ადასტურებს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია. მისი განმარტებით, მამაკაცი რუხის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც PCR კვლევა ჩაუტარდება, რის შედეგადაც გაირკვევა, აქვს თუ არა მას კორონავირუსი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ხელმძღვანელის ანზორ ქობალიას თქმით, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგად პაციენტს Covid-19 არ დაუდასტურდეს.
"სანამ PCR-ის დასკვნა არ იქნება, არ ითვლება დადებითად. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პასუხი უარყოფითი იქნება. ბევრი შემთხვევა იყო, როცა მარტივი ტესტით დადებითი გვაჩვენა, ხოლო შემდგომ PCR კვლევით უარყოფითი შედეგი გვქონდა", - უთხრა მან რადიო "ათინათს".
რუხის კლინიკაში ამ ეტაპზე კოვიდ-დადასტურებული ერთი პირი რჩება, რომლის შუალედური პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი გამოჯანმრთელდა თუ არა ის.
ინფორმაციას ადასტურებს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია. მისი განმარტებით, მამაკაცი რუხის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც PCR კვლევა ჩაუტარდება, რის შედეგადაც გაირკვევა, აქვს თუ არა მას კორონავირუსი.
"სანამ PCR-ის დასკვნა არ იქნება, არ ითვლება დადებითად. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პასუხი უარყოფითი იქნება. ბევრი შემთხვევა იყო, როცა მარტივი ტესტით დადებითი გვაჩვენა, ხოლო შემდგომ PCR კვლევით უარყოფითი შედეგი გვქონდა", - უთხრა მან რადიო "ათინათს".
რუხის კლინიკაში ამ ეტაპზე კოვიდ-დადასტურებული ერთი პირი რჩება, რომლის შუალედური პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი გამოჯანმრთელდა თუ არა ის.
მასალის გამოყენების პირობები