რუხის კლინიკის პაციენტს განმეორებითი ტესტირების შედეგად ვირუსის არსებობა კვლავ დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოში 299 პირის ბიოლოგიური ნიმუში
გამოიკვლიეს. მათ შორისაა ცხელების ცენტრების 15 პაციენტი, 61 მედიკოსი, 5 მძღოლი, შს სამინისტროს 165 თანამშრომელი, ასევე 43 საკარანტინო სივრცეში და 10 თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. მათგან 298 ტესტის პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება რუხის კლინიკაში მოთავსებულ კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტს, მას განმეორებითი ტესტირების შედეგად ვირუსის არსებობა კვლავ დაუდასტურდა. შესაბამისად, ის მკურნალობას აგრძელებს.
60 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში 6 ივლისს გადაიყვანეს. პაციენტი შიდა ქართლიდანაა და სატვირთო მანქანის მძღოლია.
60 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში 6 ივლისს გადაიყვანეს. პაციენტი შიდა ქართლიდანაა და სატვირთო მანქანის მძღოლია.
მასალის გამოყენების პირობები