ზუგდიდში გამოკვლეულ 22 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 22 პირის
ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. მათ შორისაა ცხელების ცენტრების 12 პაციენტი, 4 მედიკოსი, შს სამინისტროს 1 თანამშრომელი, ასევე 4 საკარანტინო სივრცეში და 1 თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.
რუხის კლინიკაში ერთი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 60 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში 6 ივლისს გადაიყვანეს. პაციენტი შიდა ქართლიდანაა და სატვირთო მანქანის მძღოლია.
რუხის კლინიკაში ერთი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 60 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში 6 ივლისს გადაიყვანეს. პაციენტი შიდა ქართლიდანაა და სატვირთო მანქანის მძღოლია.
მასალის გამოყენების პირობები