რუხის საავადმყოფოს პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 548 პირის ბიოლოგიური ნიმუში შევიდა.
აქედან 439-ის კვლევა უკვე ჩატარდა და ყველა პასუხი უარყოფითია. დარჩენილი 109 ნიმუშის კვლევის შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
რაც შეეხება რუხის კლინიკის კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტს, განმეორებითი კვლევის შედეგებით ის გამოჯანმრთელებულად ითვლება.
60 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში 6 ივლისს მოათავსეს, ის ტრაილერის მძღოლია შიდა ქართლიდან.

მასალის გამოყენების პირობები