ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ 267 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 267 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
მათ შორისაა ცხელების ცენტრების 17 პაციენტი, 103 მედიკოსი, 42 მძღოლი, შს სამინისტროს 14 თანამშრომელი, ასევე 87 საკარანტინო სივრცეში და 4 თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. ყველა მათგანის ანალიზის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 6588 პირი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 6588 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები