ზუგდიდში გამოკვლეულ 404 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 404 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
მათ შორისაა ცხელების ცენტრების 23 პაციენტი, 37 მედიკოსი, 27 მძღოლი, შს სამინისტროს 237 და ფოთის საბაჟო-გამშვები პუნქტის 70 თანამშრომელი, ასევე 2 საკარანტინო სივრცეში და 8 თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. ყველა მათგანის ანალიზის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 7066, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294 პირი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 7066, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები