სვანეთში კორონავირუსი 17 პირს დაუდასტურდა (ვიდეო)
მესტიიის სოფელ ლენჯერში კორონავირუსი 17 პირს დაუდგინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა უთხრა.
მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები და მათი კონტაქტები არიან.
"რეგიონში გვაქვს კორონავირუსის ახალი შემთხვევა. იკვეთება მესტიის მუნიციპალიტეტში ერთი ოჯახი, რომელსაც ჰყავდა სტუმარი და სავარაუდოდ ვირუსი გადაედოთ მათგან, ვირუსი გადაედოთ ამ ოჯახის კონტაქტებს, საუბარია სულ 17 დადატურებულ შემთხვევაზე, აქედან მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი არის 7 მათგანი. პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისის და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში. ნაწილის გადმოყვანა ხდება ახლა და მოთავსდებიან როგორც ზუგდიდის ასევე, სხვა კლინიკებში. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ლაბორატორიული კვლევები. დაავადებათა კონტროლის 5 ბრიგადა დღეს მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სოფელში და მოხდება ყველა მცხოვრებისთვის ბიოლოგიური მასალის აღება", - თქვა ვიბლიანმა.
საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ათი პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6930 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 263.
საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ათი პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6930 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 263.
მასალის გამოყენების პირობები