სოხუმიდან თბილისში კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი გადაიყვანეს
ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი კოვიდდადებითი ქალი თბილისის ინფექციურში მოათავსეს. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,
ის ენგურის ხიდის გავლით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ, საღამოს გადმოიყვანეს. ამავე ცნობით, მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებოდა. პაციენტი ახალგაზრდა ქალია და ის სოხუმიდანაა.
საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 17 სვანეთში დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა კიდევ ათი პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6930 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 263.

მასალის გამოყენების პირობები