3 კოვიდინფიცირებული პაციენტი სვანეთიდან რუხის კლინიკაში გადაიყვანეს
რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში 3 კოვიდდადასტურებული პირი მკურნალობს. ისინი მესტიიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გუშინ გადაიყვანეს.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაიკო ჯანაშიას თქმით, სამივე მათგანს პნევმონია აქვს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მისივე ცნობით, საავადმყოფოში ცხელების ნიშნებით კიდევ 5 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის, 2 ბავშვია და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, გუშინ სვანეთში 17 პირს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. მათ შორის ერთი მედიკოსია, რომელსაც ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. პაციენტების ნაწილი ქუთაისისა და თბილისის კოვიდმიმღებ ცენტრებში გადაიყვანეს.

მასალის გამოყენების პირობები