მესტიაში კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 614 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა.
აქედან, 410 მესტიიდან იყო და კოვიდ-19 მხოლოდ ერთ პირს დაუდგინდა. რაც შეეხება სხვა რეგიონებიდან მიღებულ ანალიზებს, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
ბოლო ორი დღის განმავლობაში სვანეთში ახალი კორონავირუსის 31 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. იგეგმება 4 000 ადამიანის გამოკვლევა.
საქართველოში Covid19-ის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

მასალის გამოყენების პირობები