რუხის კლინიკაში 8 კოვიდინფიცირებული მკურნალობს
რუხის საავადმყოფოში დღეის მონაცემებით 8 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს. ყველა მათგანი მესტიიდან არის გადაყვანილი.
ამის შესახებ რადიო "ათინათს" კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ჯანაშიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ყველა პაციენტის, მათ შორის ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მესტიაში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენის მიზნით სვანეთში ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.
მესტიაში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენის მიზნით სვანეთში ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები