კორონავირუსი არ დაუდასტურდა ზუგდიდში გამოკვლეულ 369 პირს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 369 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
მათ შორის 6 პაციენტი, 27 მედიკოსი, შსს 247 თანამშრომელი, 24 მძღოლი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი პირი 39, ასევე 10 კარანტინსა და 16 თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. ყველა პასუხი უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 6903, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 პირი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 6903, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები