ექიმი აფხაზეთიდან და ლენჯერთან დაკავშირებული ოთხი შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
მათგან ერთი ექიმია აფხაზეთიდან, 4 შემთხვევა კი ლენჯერის წყაროს უკავშირდება.
ამავე ინფორმაციით, 3 შემოტანილი შემთხვევაა, ერთ შემთხვევის წყარო კი უცნობია და გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენის მიზნით.
„გამოჯანმრთელებულების ციფრი 10-ით გაიზარდა, გვყავდა 1098 და დღეს გვყავს 1108 გამოჯანმრთელებული. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი კვლავ 81%-ია. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 245 დადასტურებული პაციენტი“,-აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის 6 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.

მასალის გამოყენების პირობები