აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დღევანდელი მონაცემებით, აფხაზეთში Covid 19-ზე ტესტირება 24 პირს ჩაუტარდა და მათგან ვირუსი 8 პირს დაუდასტურდა.
ინფორმაციას ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით "აბაზა ტვ" ავრცელებს. ამავე ცნობით ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 14 პაციენტი მკურნალობს, 5 პირი კი გამოჯანმრთელდა.
ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 242 შემთხვევა დაადასტურა, საიდანაც 92 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 242 შემთხვევა დაადასტურა, საიდანაც 92 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები