ზუგდიდში კორონავირუსზე გამოკვლეული 70 პირის პასუხი უარყოფითია
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 70 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა.
მათ შორისაა ცხელების ცენტრების 12 პაციენტი, 39 მედიკოსი, შსს-ს 1 თანამშრომელი, ასევე 10 კარანტინსა და 8 თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. ყველა პასუხი უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში Covid19-ით ინფიცირების სულ 1462 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამჟამად 1196-ს შეადგენს.

მასალის გამოყენების პირობები