აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
28 აგვისტოს მონაცემებით, აფხაზეთში Covid 19-ზე ტესტირება 67 პირს ჩაუტარდა და მათგან ვირუსი 13 პირს დაუდასტურდა.
ინფორმაციას ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით "აბაზა ტვ" ავრცელებს. ამავე ცნობით ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 19 პაციენტი მკურნალობს.
ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 308 შემთხვევა დაადასტურა, საიდანაც 117 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.
ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 308 შემთხვევა დაადასტურა, საიდანაც 117 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები