მესტიაში მეორადი ტესტირებები მიმდინარეობს
სვანეთში, სადაც დაბა მესტია და სოფელი ლენჯერი ჩაკეტილ ზონად რჩება, მეორადი ტესტირებები მიმდინარეობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება 5000 ადამიანს ჩაუტარდა, მათ შორის, 1600-ზე მეტს - განმეორებით. მისივე თქმით, ეპიდსიტუაცია რეგიონში სტაბილურია.
ბოლო დღეებია, მესტიაში კოვიდინფექციის ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.
საქართველოს მთავრობაში შემქნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში კარანტინი 2 სექტემბერს მოიხსნება.
რაც შეეხება ინფიცირებულების რაოდენობას რუხის კლინიკაში, ამ დროისთვის აქ რჩება 3 პაციენტი ე.წ. ლეჯნერის კლასტერიდან, ათი პირი კი გამოჯანმრთელდა.

მასალის გამოყენების პირობები