აფხაზეთში COVID19-ით ინფიცირების კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა
აფხაზეთში დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას "აბაზა ტვ"
მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობით, ტესტირება სულ 67 პირს ჩაუტარდა.
გუდაუთის საავადმყოფოში ამ ეტაპზე 17 კოვიდინფიცირებული პირი გადის მკურნალობას, მათგან მძიმეა 3 პაციენტის მდგომარეობა.
პანდემიის დაწყებიდან აფხაზეთში Covid19-ით ინფიცირების 315 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 120-ს შეადგენს, 4 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მასალის გამოყენების პირობები