კოვიდინფიცირებულმა პირმა თბილისი-ზუგდიდის მატარებლით იმგზავრა
ზუგდიდის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინა, თბილისი-ზუგდიდის მატარებლით იმგზავრა.
მათივე ცნობით, ის 28 აგვისტოს ჩამოვიდა და სასტუმროში დაბინავდა. ეპიდემიოლოგებმა ამ ეტაპისთვის, მისი კონტაქტების ნაწილი უკვე დაადგინეს და თვითიზოლააციის რეკომენდაცია გასცეს.
„ინფიცირებული პაციენტი თბილისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. მგზავრების ნაწილს უკვე დავუკავშირდით და ისინი გადაყვანილები არიან იზოლაციაში. ის მოქალაქეები, რომლებსაც სახლში აქვთ პირობები, თვითიზოლაციაში იქნებიან, ხოლო დანარჩენებს გადავიყვანთ იზოლაციაში. ვაგონს გარეთ დადგენილია სამი კონტაქტი და ისინი უკვე იმყოფებიან იზოლაციაში. რაც შეეხება ტაქსის მძღოლს, რომელმაც მგზავრი სასტუმრომდე მიიყვანა, ის ჯერ არ გვიპოვია. პაციენტი ვერ იხსენებს მანქანის ვერც მარკას და ვერც ფერს, მიმდინარეობს მოძიება. როგორც ცნობილია, მატარებელში ყველა მგზავრი პირბადით არის. აქედან გამომდინარე, მთელი ვაგონის იზოლაციაში გადაყვანა, ვფიქრობთ, საჭირო არ იქნება...ამ წუთებშიც მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევები და რამდენიმე ხანში გვეცოდინება ზუსტი ციფრები“, - თქვა ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ.
ინფორმაციისთვის, კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი რუხის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მასალის გამოყენების პირობები