მატარებლის მგზავრის ორ კონტაქტს Covid 19 არ დაუდასტურდა
ზუგდიდში დადასტურებული შემთხვევის, მატარებლის მგზავრი ახალგაზრდა ქალის ორ კონტაქტს, რომელიც კარანტინში იმყოფება, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ინფორმაციას ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. ამავე ცნობით, 31 აგვისტოს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 254 ნიმუშის კვლევა ჩატარდა, მათგან 21 პაციენტია, 59 მედპერსონალი, 8 კარანტინში მყოფი პირი, 5 - თვითიზოლაციაში, შსს-ს 138 თანამშრომელი, 4 მძღოლი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი პირი 4, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი 15.
გამოკვლეული ყველა ბიოლოგური ნიმუშის პასუხის კორონავირუსზე უარყოფითია.
რაც შეეხება ბოლო დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებს, ამ დროისთვის მოძიებულია 9 პირი, მათგან 4 კარანტინშია და 5 თვითიზოლაციაში.

მასალის გამოყენების პირობები