ზუგდიდში 500-მდე ადამიანს Covid 19 არ დაუდგინდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ გამოკვლეულ 491 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, მათ შორის, პაციენტი იყო 20, მედპერსონალი - 16, კარანტინიდან- 8 პირი, თვითიზოლაციიდან - 7, შს სამინისტროს თანამშრომელი - 434 , საზოგადოებრივი ტრანსპორტის პერსონალი - 1 და დადასტურებული შემთხვევის 5 კონტაქტი.
ამავე ინფორმაციით, 2 სექტემბერს ზუგდიდში ბოლო ინფიცირებულის ახალგაზრდა ქალის კონტაქტები არ გამოუკვლევიათ. მანამდე მის ორ კონტაქტს Covid 19 არ დაუდასტურდა.
ამავე ინფორმაციით, 2 სექტემბერს ზუგდიდში ბოლო ინფიცირებულის ახალგაზრდა ქალის კონტაქტები არ გამოუკვლევიათ. მანამდე მის ორ კონტაქტს Covid 19 არ დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები