ზუგდიდში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 440 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს.
ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, არცერთ მათგანს Covid 19 არ დაუდასტურდა. გამოკვლეულთა შორისაა 19 პაციენტი, მედპერსონალი - 51, კარანტინში მყოფი 4 პირი, თვითიზოლაციიდან -2 ადამიანი, შსს-ს 296 თანამშრომელი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის 18 პერსონალი, დიალიზზე მყოფი - 29 და ეპიდკერაში მყოფი 21 პირი.
ბოლოს ზუგდიდში კორონავირუსის შემთხვევა 30 აგვისტოს დაფიქსირდა, როცა თბილისიდან მატარებლით ჩამოსულ ახალგაზრდა ქალს ინფექცია დაუდასტურდა.
ბოლოს ზუგდიდში კორონავირუსის შემთხვევა 30 აგვისტოს დაფიქსირდა, როცა თბილისიდან მატარებლით ჩამოსულ ახალგაზრდა ქალს ინფექცია დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები