კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევიდან, ერთი პაციენტი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 650-ს მიაღწია.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 8-ით გაიზარდა და 1310 გახდა. ამავე ცნობით, კარანტინის რეჟიმს 6 020 მოქალაქე გადის, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 299 პაციენტი იმყოფება.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 პაციენტი გადმოყვანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან, 1 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის კლასტერია, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, 13 შემთხვევა ეპიდაფეთქების კერაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.
ინფორმაციისთვის, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კოვიდ19-ით ქვეყანაში სულ 19 პაციენტი გარდაიცვალა.

მასალის გამოყენების პირობები