აფხაზეთში კორონავირუსით მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში 74 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი სოხუმის საავადმყოფოში დაუდგინდა, გუდაუთის საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე ტრანსპორტირების დროს გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პაციენტი სოხუმის საქალაქო საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს.
ამ დროისათვის, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს, მათგან 7-ის მდგომარეობა მძიმე რჩება.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი ჯამში 516 ადამიანს დაუდასტურდა, 157, გამოჯამრთელდა, ხოლო 5 პაციენტი გარდაიცვალა.
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ტესტირება ჩაუტარდა 110 მოქალაქეს. მათგან კორონავირუსი 14-ს დაუდასტურდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პაციენტი სოხუმის საქალაქო საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი ჯამში 516 ადამიანს დაუდასტურდა, 157, გამოჯამრთელდა, ხოლო 5 პაციენტი გარდაიცვალა.
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ტესტირება ჩაუტარდა 110 მოქალაქეს. მათგან კორონავირუსი 14-ს დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები