სენაკელ ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა
ექიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სენაკში, კლინიკა “არქიმედეს“ ემერჯენსის განყოფილებაში მუშაობდა, ხოლო ფოთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.
სენაკის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის ანა ჭიჭაღუას ინფორმაციით, ის სავარაუდოდ, მაშინ დაინფიცირდა, როდესაც ბათუმიდან თბილისში ინფიცირებული პაციენტები გადაჰყავდა.
„2 სექტემბერს ფოთიდან ბათუმში გამოძახებული იყო ბრიგადა, დაინფიცირებული ოჯახი გადაიყვანეს თბილისში. ექიმი ეკიპირებული იყო, მაგრამ რანაირად მოხდა დაინფიცირება ვერ გეტყვით. ამის შემდეგ, 4 სექტემბერს იმუშავა "არქიმედეში", ემერჯენსის განყოფილებაში და ყველა თანამშრომელი, რომლმაც მასთან ერთად იყო მორიგე , გადაყვანილია იზოლაციაში“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ანა ჭიჭაღუამ.
მისივე ინფორმაციით, ინფიცირებული ექიმის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. მისი ოჯახის წევრები კი კარანტინში უკვე გადაიყვანეს.
„თავად ინფიცირებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას მხოლოდ ერთი დღე აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. მალე გადაიყვანენ საავადმყოფოში“, - აღნიშნა ჭიჭაღუამ.
ინფორმაციისთვის, 6 სექტემბერს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 45 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. აქედან 15 პაციენტია, მედპერსონალი - 2, კარანტინიდან- 27, თვითიზოლაციიდან - 1. გამოკვლეულებიდან ახალი კორონავირუსი მხოლოდ ერთს, სენაკელ ექიმს დაუდასტურდა.
„2 სექტემბერს ფოთიდან ბათუმში გამოძახებული იყო ბრიგადა, დაინფიცირებული ოჯახი გადაიყვანეს თბილისში. ექიმი ეკიპირებული იყო, მაგრამ რანაირად მოხდა დაინფიცირება ვერ გეტყვით. ამის შემდეგ, 4 სექტემბერს იმუშავა "არქიმედეში", ემერჯენსის განყოფილებაში და ყველა თანამშრომელი, რომლმაც მასთან ერთად იყო მორიგე , გადაყვანილია იზოლაციაში“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ანა ჭიჭაღუამ.
„თავად ინფიცირებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას მხოლოდ ერთი დღე აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. მალე გადაიყვანენ საავადმყოფოში“, - აღნიშნა ჭიჭაღუამ.
ინფორმაციისთვის, 6 სექტემბერს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 45 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. აქედან 15 პაციენტია, მედპერსონალი - 2, კარანტინიდან- 27, თვითიზოლაციიდან - 1. გამოკვლეულებიდან ახალი კორონავირუსი მხოლოდ ერთს, სენაკელ ექიმს დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები