კოვიდდადასტურებული სენაკელი ექიმი რუხის საავადმყოფოში მოათავსეს, შეჰყავთ კიდევ რამდენიმე ინფიცირებული - საავადმყოფო
სენაკელი ექიმი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დღეს დაუდგინდა, რუხის კლინიკაშია მოთავსებული. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის
მოვალეობის შემსრულებლის მაიკო ჯანაშიას ინფორმაციით, პაციენტი მათთან ცოტა ხნის წინ შეიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არა აქვს. მისივე თქმით, ამ წუთებში საავადმყოფოში კიდევ შეჰყავთ კოვიდდადასტურებული პაციენტები.
"ახლაც შემოჰყავს სასწრაფოს პაციენტები, თუმცა ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, არ მაქვს მათთან ჯერ კონტაქტი, უნდა მოხდეს მათი აღრიცხვა. დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აღნიშნა ჯანაშიამ.
ინფორმაციისთვის, სენაკელ ქალს კოვიდ19 ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დაუდგინეს.ის სენაკში, კლინიკა "არქიმედეს" თანამშრომელია, ასევე მუშაობს ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. სენაკის მერიის "საზოგადოებრივი ჯანდაცვის" დირექტორის ინფორმაციით, ექიმი, სავარაუდოდ, მაშინ დაინფიცირდა, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანით ბათუმიდან თბილისში ინფიცირებული პაციენტები გადაჰყავდათ.

მასალის გამოყენების პირობები