მარტვილში და-ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა
მარტვილის მუნიციპალიტეტში ერთი ოჯახის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონული ხელმძღვანელის ინფორმაციით, ერთი მათგანი 19 წლისა, ხოლო მეორე 15 წლის მოზარდია. ანზორ ქობალიას ცნობით, მათ ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვთ.
„30 აგვისტოს იყვნენ ბათუმში. აღენიშნებოდათ ცხელება, აუღეს ანალიზები და დაუდასტურდათ ვირუსი. უკვე მოთავსებულები არიან კოვიდმიმღებ ცენტრში და უტარდებათ მკურნალობა“, -აღნიშნა ქობალიამ.
მისივე ცნობით, ეპიდემიოლოგებს დაწყებული აქვთ კვლევა და კონტაქტების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მასალის გამოყენების პირობები