ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის კიდევ 20 შემთხვევა გამოვლინდა
8 აგვისტოს მონაცემებით ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ტესტირება 134 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კოვიდ-19-ზე დადებითი აღმოჩნდა 20. ინფორმაციას ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით "აბაზა ტვ" ავრცელებს.
ამავე ცნობით, ამ დროისათვის გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 50 პაციენტი მკურნალობს, მათგან 48 კორონავირუსით ინფიცირებულია, მათგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 10 საშუალო სიმძიმის პაციენტია. ერთი მძიმე ავადმყოფი სამკურნალოდ გადაყვანილია სოჭის, დაგომისის საავადმყოფოში.
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსი სულ დადასტურებული აქვს 536 ადამიანს, მათგან 158 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5-გარდაიცვალა.
ოპერატიული შტაბი აფხაზეთის მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან ყველა საჭირო ზომები, რათა თავიდან აიცილონ ინფექცია.

მასალის გამოყენების პირობები