რუხის საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული კიდევ 4 პაციენტი მოათავსეს
ამ დროის მონაცემებით, რუხის საავადმყოფოში 24 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს. მათგან ბოლო ოთხი ბათუმიდან გუშინ, საღამოს საათებში
გადმოიყვანეს. საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაიკო ჯანაშიას ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო დანარჩენი პაციენტები სტაბილურად არიან. მისვე ცნობით, შესაძლებელია, დღეს ერთი პაციენტი ბინაზე გაეწეროს.
მასალის გამოყენების პირობები