რუხის საავადმყოფოში ყველა ადგილი შევსებულია
რუხის კლინიკაში ამ ეტაპზე პაციენტების მაქსიმალური რაოდენობა მკურნალობს. მათგან 62 კოვიდინფიცირებული პირია, 3 კი სამედიცინო დაწესებულებაში ცხელების გამო მოათავსეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკო ჯანაშიამ უთხრა. მისივე ცნობით, კოვიდდადასტურებული პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა.
"22 პაციენტს აქვს პნევმონია, ზოგან ორმხრივი. არის 8 არასრულწლოვანი. პაციენტები არიან სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ბათუმი, ქუთაისი, ქობულეთი, ფოთი, სენაკი, ოზურგეთი და ცაგერი. 5 აფხაზეთიდან შემოსული შემთხვევაა. ამ ეტაპზე კლინიკა სრულად არის დაკავებული, მაგრამ დღეს გაეწერებიან, სავარაუდოდ, პაციენტები და მოხდება ახლების შემოყვანა", - თქვა ჯანაშიამ.
საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მასალის გამოყენების პირობები