Covid-19 საბერიოში კიდევ 14 ადამიანს დაუდგინდა
ზუგდიდში გამოკვლეული 526 ნიმუშიდან ამ დროისთვის კორონავირუსი 14 პირს დაუდასტურდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის
მალხაზ თორიას ცნობით ახალი შემთხვევები ე.წ საბერიოს კლასტერის წევრების კონტაქტები არიან, მათ შორის 9 კი ენგურჰესის თანამშრომელია.
"ძირითადად ენგურჰესის თანამშრომლები და მათი კონტაქტები არიან და საბერიოში ცხოვრობენ. მათი გადმოყვანა ხდება ეტაპობრივად, გუშინ დაიწყო პროცესი. პაციენტები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში გადანაწილდებიან", - აღნიშნა თორიამ.
მისივე ინფორმაციით, რეგიონის საკარანტინო სივრცეებში ამ ეტაპზე 290 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 102 მოქალაქეა.
გალის სოფელ საბერიოში მცხოვრებ 28 პირს, მათ შორის კი ენგურჰესის 22 თანამშრომელს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. მანამდე Covid-19 ენგურჰესის 4 თანამშრომელს დაუდგინდა.

მასალის გამოყენების პირობები