აფხაზეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დღევანდელი მონაცემებით აფხაზეთში Covid 19-ზე ტესტირება 150 პირს ჩაუტარდა. კვლევის შედეგად კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით "აბაზა ტვ" ავრცელებს. ამავე ცნობით ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 61 კოვიდინფიციფრებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა.
ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 656 შემთხვევა დაადასტურა, საიდანაც 186 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.
ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 656 შემთხვევა დაადასტურა, საიდანაც 186 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები