ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით მეშვიდე პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 84 წლის ქალი გარდაიცვალა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ის საკუთარ სახლში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.
ამავე ცნობით, პაციენტი სასწრაფო დახმარების მანქანაში, საავადმყოფოში მიყვანამდე, სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. ბიოლოგიური ნიმუშის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვლილი ახალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.ინფორმაციისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეს აფხაზეთში გარდაცვალების მეშვიდე შემთხვევაა.
გუშინ კორონავირუსი აფხაზეთში კიდევ 18 პირს დაუდგინდა, სულ ამ დრომდე 674 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 186 გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები