ზუგდიდში კორონავირუსზე გამოკვლეული 129-ვე პირის პასუხი უარყოფითია
15 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აღებული 417 ბიოლოგიური ნიმუშიდან, 129 გაიტესტა. აქედან, 13 პაციენტია, მედპერსონალი - 31, კარანტინიდან - 79, თვითიზოლაციიდან - 5.
კოვიდ19-ზე გამოკვლეული ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. დანარჩენ ნიმუშებს დღეს გამოიკვლევენ.
საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. კარანტინში 6 633 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. კარანტინში 6 633 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
მასალის გამოყენების პირობები