აფხაზეთში COVID19-ის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 160 პირს ჩაუტარდა. კვლევის შედეგად ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით "აბაზა ტვ" ავრცელებს. ამავე ცნობით ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 69 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.
ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 756 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 198 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.
ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 756 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 198 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები