აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 26 პირს დაუდასტურდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე 93 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 26 ადამიანს Covid 19 დაუდასტურდა.
ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 72 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 782 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 226 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 782 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 226 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები