ზუგდიდში გამოკვლეულ 9 პირს კორონავირუსი დაუდგინდა
ზუგდიდის ინფექციურში გასული 24 საათის განმავლობაში სულ 691 პირის ბიოლოგიური ნიმუში შევიდა, მათგან 500 კი გაიტესტა. გამოკვლეულთა შორის კორონავირუსი 9 პირს დაუდგინდა.
რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, Covid-19 დაუდგინდა აფხაზეთიდან გადმოყვანილ 4 პირს, რომელიც საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა. გარდა ამისა, ინფექცია დაუდასტურდა საბერიოს კლასტერის 1 კონტაქტს.
რაც შეეხება სამეგრელოს მასშტაბით გამოვლენილ ახალ პაციენტებს, ერთი მათგანი გუშინ ფოთში დადასტურებული შემთხვევის მეუღლეა, ხოლო 3 ასევე ფოთში მცხოვრები ერთი ოჯახის წევრია. მათი ინფიცირების წყაროც ბათუმია.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით არსებულ საკარანტინო სივრცეებში სულ 123 პირი იმყოფება.

მასალის გამოყენების პირობები