სამეგრელოში კორონავირუსი 8 პირს დაუდგინდა, 1 მცირეწლოვანია - გუბერნია
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, გამოკვლეული 437 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორონავირუსი 8 პირს დაუდასტურდა.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ისაუბრა. მისივე ცნობით, დაფიქსირებული ახლი შემთხვევებიდან 2 ე.წ. საბერიოს კლასტერს განეკუთვნება, 1 ბავშვია, რომელიც დედასთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი და რუხის კლინიკაშია მოთავსებილი. ამასთან, კორონავირუსი ბათუმში დაუდასტურდა 2 აბაშელ ქალს, რომელიც ბათუმში მუშაობდა. მუნიციპალიტეტში მათი 8 კონტაქტია მოძიებულია და ეპიდკვლევა გრძელდება.
ასევე, კოვიდ-19 დაუდგინდა სენაკში დადასტურებული შემთხვევის ორ კონტაქტს და ფოთში 3 პირს, რომლებსაც ბათუმში ყოფნის ისტორია აქვთ.
ინფორმაციისთვის, რუხის საავადმყოფოში მოთავსებული 59 ინფიცირებულიდან 18 გამოჯანმრთელდა და მათ ბინაზე მალე გაწერენ.

მასალის გამოყენების პირობები