აფხაზეთიდან გადმოყვანილი კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა
60 წლის ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოიყვანეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ უთხრა.
"ჩვენ გვაყავდა 19 გარდაცვლილი პაციენტი, დაგვემატა 1 და გახდა 20. ეს პაციენტი აფხაზეთიდან გადმოყვანილია, ასევე მასთან ერთად გადმოყვანილი იყო 3 პაციენტი. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, სამწუხაროდ, ერთ-ერთი, 60 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, არ გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა", - თქვა ეზუგბაიამ.
ქალი ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა. აფხაზური მედიის ცნობით, ის სოხუმის #1 სკოლის პედაგოგია. აღნიშნულის გამო, სკოლაში 2 კვირიანი კარანტინი გამოცხადდა.

მასალის გამოყენების პირობები