საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პირი გარდაიცვალა. მათგან ერთი, ბათუმელი ქალი, ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.
რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, 72 წლის მამაკაცი ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ექიმების ცნობით, მას ასევე თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში Covid 19-ით დაღუპულთა რაოდენობა 22-ს შეადგენს.

მასალის გამოყენების პირობები